ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ნახევარმცველ პოლ პოგბას დადებით დოპინგ-ტესტზე შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.
„მოედნის გარეთ საკმაოდ მშვიდად ვართ. ბოდიშს ვიხდი პოგბასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, მაგრამ ვერაფერს დავამატებ და მართებული იქნება პროცესის დასრულებას დაველოდოთ.
დასრულდება პროცესი და შემდეგ შემიძლია ვთქვა, რა შეიცვლება იუვეში. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მათზე, ვინც გვყავს. პოგბა 30 წლისა ტრავმით დაბრუნდა და მან ყველაფერი გააკეთა წარმატებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მომენტში საქმე არც ისე კარგად მიდის.
ის მაინც განსხვავდება სხვა ფეხბურთელებისგან. განსხვავება ბონუჩისთან? რაც შეეხება პოგბას, ვნანობ შექმნილ სიტუაციას, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ლეონარდოზე და ვფიქრობ, ჯობს ხვალინდელი დღისთვის ვიზრუნოთ.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Corriere Dello Sport.