ფეხბურთი

15:20 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველი, მედისონი, პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი, ჯეიმს მედისონი დაასახელეს.

გასულ თვეში 26 წლის ინგლისელმა ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში სამ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. პირველ ტურში ტოტენჰემი „ბრენტფორდს" დაუზავდა (2:2), შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს" (2:0) მოუგო, ბოლოს „ბორნმუთი" (2:0) დაამარცხა.

მედისონისთვის 2023/2024 სეზონი პირველია „სფურზის“ შემადგენლობაში. მანამდე ინგლისელი ნახევარმცველი „ლესტერში“ თამაშობდა, რომელმაც პრემიერ ლიგა გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

0.114625