ჭიდაობა

21:10 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, გათამაშდება ოლიმპიადის ლიცენზიებიც

ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! 16 სექტემბერს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან. საქართველოს ნაკრები კონკურენციაში ამ შემადგენლობით ჩაებმება:

57 კგ - რობერტ დინგაშვილი
61 კგ - შოთა ფარტენაძე
65 კგ - ედემ ბოლქვაძე
70 კგ - გიორგი ელბაქიძე
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი
92 კგ - მირიან მაისურაძე
97 კგ - გივი მაჭარაშვილი
130 კგ - გენო პეტრიაშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება, ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში - 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში. თითოეულ წონაში, ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოიპოვებს.

მას შემდეგ, რაც მედლები გათამაშდება და ოთხივე მედალოსანი შეასრულებს სალიცეწნზიო ნორმატივს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი ერთმანეთს დაუპირისპირდება, ბოლო - მეხუთე ლიცენზიის მისაღებად.

0.119692