კალათბურთი

18:35 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ზუროსს: "ყოველთვის იქნები ქართული კალათბურთის ისტორიის დიდი ნაწილი"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ილიას ზუროსს დაემშვიდობა, რომელმაც მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

„სიტყვები არ არის საკმარისი მადლიერების გამოსახატად. ყველაფერი, რაც გააკეთე ამ სპორტისთვის, ამ გუნდისთვის, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არასდროს დამავიწყდება. ვაფასებთ იმ წლებს, როდესაც ერთად ვმუშაობდით და ერთ-ერთ საუკეთესო წლებად დარჩება ჩვენს მოგონებაში. ხარ და მუდამ იქნები ქართული კალათბურთის ისტორიის დიდი ნაწილი.

შენ ყველაფერი გაიღე და ეს თავი რომც დასრულდეს, ჩვენი კავშირი და ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდება. გვიყვარხარ, პატივს გცემთ და მხოლოდ საუკეთესოს გისურვებ ოჯახთან ერთად. შენი კაპიტანი, რაც მთავარია, შენი მეგობარი“, - წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობდა. მან გუნდი ორჯერ ევრობასკეტზე ათამაშა, ხოლო ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზეც, სადაც საქართველომ 32 გუნდში მე-16 ადგილი დაიკავა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი.

0.131095