„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა განაცხადა, რომ ნორვეგიის ნაკრებთან ბუდუ ზივზივაძის გოლი მოეწონა, მაგრამ არ იცის, იქნება თუ არა, ის ძირითად შემადგენლობაში უახლოეს მატჩში.
„ბუდუმ მართლაც ლამაზი გოლი გაიტანა და ეროვნულ ნაკრებში და როგორც მწვრთნელი, ბუნებრივად ვნერვიულობ იმაზე, შეძლებს თუ არა, იგივე თავდაჯერებულობის გამოვლენას რამდენიმე დღეში კლუბში. ჯერ არ ვიცი, ვინ ითამაშებს თავდასხმაში“, - თქვა აიხნერმა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 20 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, გერმანიის II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 4 თამაშში თავი ერთხელ აქვს გამოჩენილი. „კარლსრუე“ 16 სექტემბერს, „კაიზერსლაუტერნს“ უმასპინძლებს.