სხვა

14:33 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძის მე-2 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 170 / 175 კგ. დაძლია და B ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა.

ჩხეიძემ აკვრაში თავი 210 / 216 კილოგრამს გაართვა და მე-2 საფეხურზეა. ძალოსანს ორჭიდში მოგროვილი 391 კილოგრამითაც მე-2 ადგილი ერგო.

საბოლოო შედეგი A ჯგუფის დასრულების შემდგომ გაირკვევა.

0.138865