ფეხბურთი

13:25 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: კვარაცხელია ნაპოლიში გაბრაზებული დაბრუნდა, ამისთვის ორი მიზეზი აქვს

ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია აქვს - 19 მარტიდან. ეს საკლუბო მატჩების მხრივ, ხოლო საქართველოს ნაკრებში სულ მალე ერთი წელი გახდება, რაც ბოლოჯერ გაიტანა (გასული წლის სექტემბერში).

გიბრალტართან მან პენალტით გამოიჩინა თავი, ასევე თერთმეტმეტრიანზე მოდის „ნაპოლიში“ მისი ბოლო გოლი „ტორინოს“ წინააღმდეგ. Tuttosport-იც ამ უგოლო სერიას გამოეხმაურა და წერს, რომ კვარა ძალიან გაბრაზებულია.

„შაბათი იქნება 181-ე დღე, რაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გოლი არ გაუტანია, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ბოლოს თავი გასული წლის 26 სექტემბერს გამოიჩინა. ეს უჩვეულო ფაქტია, რადგან ყოველთვის რეგულარულად მონაწილეობდა საგოლე ფაზებში, განსაკუთრებით საქართველოს ნაკრებში, სადაც 5 მატჩია არ გაუტანია, მაშინ, როდესაც მანამდე 6 თამაშში 5 გოლი და 3 საგოლე პასი ჰქონდა.

გარსია გაბრაზებულ კვარას იღებს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დონეზე ვერ თამაშობს, არამედ იმიტომაც, რომ ბოლო ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა, ხოლო კვარას კარისკენ მხოლოდ 2 და კარში 1 დარტყმა ჰქონდა, საგოლე პასიც არ გაუკეთებია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

0.121645