ფეხბურთი

20:00 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის ნაკრებიდან ფერნანდუ სანტუში დაითხოვეს

პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

პორტუგალიელმა პოლონეთს მხოლოდ 9 თვე უხელმძღვანელა, მაგრამ შედეგები კატასტროფული ჰქონდა. ალბანეთთან 0:2 წაგების შემდეგ კი, მას კარისკენ მიუთითეს.

პოლონეთის ნაკრები ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა (2 მოგება, 3 წაგება), ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩენა ემუქრება. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის მას.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუში მანამდე პორტუგალიის ნაკრებში მუშაობდა, რომელსაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი, 2019 წელს კი, ერთა ლიგა მოაგებინა.

0.131229