გერმანული გამოცემა liga-zwei.de ნორვეგიის ნაკრების კარში ბუდუ ზივზივაძის გოლს გამოეხმაურა და წერს, რომ „კარლსრუეში“ ლარს შტინდლის ტრავმა მისთვის შანსია.
შტინდლმა მარჯვენა ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც გარკვეული პერიოდით იუქმებს, ის კი, სავარაუდოდ ქართველმა ფორვარდმა უნდა შეცვალოს, რომელიც გერმანულ კლუბში თავდაჯერებული ბრუნდება, რადგან ნორვეგიასთან შესანიშნავი გოლი გაიტანა და მისთვის გამოყოფილი დრო გამოიყენა.
ბუდუს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 20 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, გერმანიის II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 4 თამაშში თავი ერთხელ აქვს გამოჩენილი. „კარლსრუე“ 16 სექტემბერს, „კაიზერსლაუტერნს“ უმასპინძლებს.