ანდორული ფეხბურთის ლეგენდამ ილდეფონს ლიმამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ანდორის ნაკრების რიგებში ბოლოჯერ შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშა.
ილდეფონს ლიმა არის ფეხბურთელი, რომლის სანაკრებო კარიერა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა - იგულისხმება სათამაშო წლები. მან პირველი მატჩი 1997 წელს ჩაატარა, ბოლო - 2023 წელს.
მან ამ პერიოდში ანდროს ნაკრებში 137-ჯერ ითამაშა. ცხადია, ეს მსოფლიო რეკორდი არ არის, მაგრამ 26 წელი ნაკრებში - ეს რეკორდია.