ფეხბურთი

12:19 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ჩუმად უნდა ვიყოთ, თუ გვისტვენენ, ეს ნიშნავს, რომ ტაშს არ ვიმსახურებთ"

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ უკრაინასთან მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი მან ისაუბრა. 64 წლის სპეციალისტმა ისაუბრა ჯანლუიჯი დონარუმაზე, რომელსაც „სან სიროს“ პუბლიკა მთელი თამაშის განმავლობაში უსტვენდა.

„გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშა, ისინი კონტრშეტევებზე კარგად თამაშობენ, დაძაბული 20 დღე იყო, თანამშრომლები ძალიან დამეხმარნენ. დონარუმაზე სტვენა? ეს უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ პრივილეგირებულები ვართ და თუ გვისტვენენ, ეს ნიშნავს, რომ არ ვიმსახურებთ აპლოდისმენტებს. უბრალოდ უნდა გავჩუმდეთ, არ მომწონს, როდესაც ფეხბურთელები ასეთ რამეზე სოციალურ ქსელებში რეაგირებენ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიას 7 ქულა აქვს, ისევე, როგორც უკრაინას და ჩრდილოეთ მაკედონიას, მაგრამ „სკუადრა აძურას“ მათზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. სპალეტის გუნდი ოქტომბერში, მალტას უმასპინძლებს და ინგლისს ესტუმრება.

0.114002