ფეხბურთი

13:38 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

აშრაფ ჰაქიმიმ მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა

პსჟ-ის და მაროკოს ნაკრების მცველმა, აშრაფ ჰაქიმიმ, მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მხარი დაუჭირა.

„ძნელია გამოხატო ის ტკივილი, რასაც ამ დღეებში ვგრძნობ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაში ეხმარება: სასწრაფო დახმარების სამსახურს, არმიას, პოლიციას, მეხანძრეებს, ექიმებს და ყველა მოხალისეს. თქვენ ხართ ამ ტრაგედიის გმირები. მადლობა მთელი გულით. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ხოლო ახლობლების დაკარგვის გამო დაზარალებულებს ძალას. ჩვენ მათ არასოდეს დავივიწყებთ.“ - წერს ჰაქიმი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა 9 სექტემბერს ღამით, მაროკოს ქალაქ მარაქეშიდან 80 კილომეტრში მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. არსებობს ინფორმაცია, რომ ეს მიწისძვრა ყველაზე დამანგრეველი იყო ქვეყანაში ბოლო 120 წლის განმავლობაში.

0.124996