„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, განმარტა, თუ რატომ გადავიდა მიუნხენურ კლუბში.
„ისინი ბევრს ლაპარაკობენ ტიტულებზე, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „ბაიერნში" გადავედი. უმაღლეს დონეზე თამაში მჭირდებოდა. საკუთარი თავის გაუმჯობესება მსურდა.
თუ მინდა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელების სიაში ვიყო, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ტიტულებისთვის ბრძოლა მჭირდება. გასულმა სეზონმა პირადად ჩემთვის კარგად ჩაიარა, მაგრამ არა „ტოტენჰემისთვის,“ როგორც გუნდისთვის. დროა კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას წინ.“ - ციტირებს კეინის სიტყვებს The Guardian.
შეგახსენებთ, რომ კეინი „ბაიერნში" „ტოტენჰემიდან" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას 100 მილიონ ევროზე მეტი თანხის საფასურად გადავიდა, მისი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ინგლისელმა თავდამსხმელმა სამ მატჩში ითამაშა, სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.