10:07 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები შეადარა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურში უკრაინის ნაკრებთან მომავალი მატჩის მოლოდინები გაუზიარა ჟურნალისტებს.

„უკრაინა უფრო ორგანიზებული გუნდია ვიდრე მაკედონია. უკრაინელებს აქვთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა პოზიციებზე როგორ უნდა ითამაშონ. ვფიქრობ, ისინი შეეცდებიან თავიანთი ქმედებები სწრაფ კონტრშეტევებზე ააგონ. დააკვირდით ინგლისის წინააღმდეგ გატანილ გოლს.

ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ბურთი და შევეცადოთ ნაპრალი ვიპოვოთ მათ დაცვაში.“ - ციტირებს სპალეტის სიტყვებს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში იტალიის ნაკრებმა ფრედ ითამაშა ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1:1). უკრაინაც ასეთივე ანგარიშით დაუზავდა ინგლისს.

უკრაინისა და იტალიის ნაკრებთა მატჩი დღეს, 12 სექტემბერს გაიმართება მილანში და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.114124