პორტუგალიის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო - 9:0! რობერტო მარტინესის გუნდმა ფარუში „ესტადიო ალგარვეზე“ ლუქსემბურგის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის, უბრალოდ გააცამტვერა.
თანაც, არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუს, მაგრამ მის გარეშეც ლუზიტანელებმა ლუქსემბურგელები არ დაინდეს და სარეკორდო სხვაობით იმარჯვეს. თავის მხრივ, ლუქსემბურგმა ისტორიაში მეოთხედ წააგო 0:9, რაც მისთვის ანტირეკორდია.
პორტუგალია - ლუქსემბურგი 9:0 (4:0)
გოლები: 1:0 ინასიო (12), 2:0 რამოში (18), 3:0 რამოში (34), 4:0 ინასიო (45), 5:0 დიოგო ჟოტა (57), 6:0 ჰორტა (67), 7:0 დიოგო ჟოტა (77), 8:0 ბრუნო ფერნანდეში (83), 9:0 ჟოაო ფელიქსი (88)
პორტუგალიას 6 ტურში 18 ქულა აქვს, გოლიც არ გაუშვია და დროის საკითხია ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. მეორე ადგილზე სლოვაკეთია 13 ქულით, რომელმაც დღეს ლიხტანშტაინს 3:0 აჯობა. 10 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა ლუქსემბურგი, რომელსაც ამ ტურამდე 5 მატჩში 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება ჰქონდა. მეორე ადგილს სწორედ სლოვაკეთი და ლუქსემბურგი გაითამაშებენ.
1. | პორტუგალია | 6 | 6 | 0 | 0 | 24 | 0 | 24 | 18 |
2. | სლოვაკეთი | 6 | 4 | 1 | 1 | 8 | 2 | 6 | 13 |
3. | ლუქსემბურგი | 6 | 3 | 1 | 2 | 7 | 16 | -9 | 10 |
4. | ბოსნია | 6 | 2 | 0 | 4 | 5 | 9 | -4 | 6 |
5. | ისლანდია | 6 | 2 | 0 | 4 | 10 | 9 | 1 | 6 |
6. | ლიხტანშტაინი | 6 | 0 | 0 | 6 | 1 | 19 | -18 | 0 |
დღეს კიდევ ერთ ჯგუფში გაიმართა მატჩები: D ჯგუფში, სადაც ერევანში, ხორვატიამ სომხეთს 1:0 მოუგო და 10 ქულით ჯგუფში გალიდერდა თურქეთთან ერთად, მაგრამ ხორვატებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ხოლო სომხეთი უელსთან ერთად 7-7 ქულით მესამე მეოთხე ადგილებს იყოფს და ბრძოლას აგრძელებს. ამ ჯგუფში ლატვია უშანსოდაა - 0 ქულა.
1. | ხორვატია | 4 | 3 | 1 | 0 | 9 | 1 | 8 | 10 |
2. | თურქეთი | 5 | 3 | 1 | 1 | 8 | 6 | 2 | 10 |
3. | სომხეთი | 5 | 2 | 1 | 2 | 8 | 7 | 1 | 7 |
4. | უელსი | 5 | 2 | 1 | 2 | 6 | 7 | -1 | 7 |
5. | ლატვია | 5 | 0 | 0 | 5 | 3 | 13 | -10 | 0 |