იტალიისა და „ნაპოლის“ მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ უკრაინასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხალხი იტალიის ნაკრებისგან ისეთ თამაშს არ უნდა ელოდოს, როგორც შარშან „ნაპოლი“ თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია.
„დრო ცოტაა, მაგრამ შარშანდელ „ნაპოლის“ არ უნდა შევხედოთ, აქ სხვა ფეხბურთელები არიან, განსხვავებული თვისებებით, ისეთ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ. მთავარია, მწვრთნელის იდეებს მივყვეთ, ეს არის გუნდი, რომელსაც კარგი ფეხბურთის თამაში სურს, მაგრამ დრო ცოტაა და მზად სწრაფად უნდა ვიყოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, რომ იტალია უკრაინას 3 ქულით ჩამორჩება და გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ურთულესი ბრძოლა მოუწევს, რადგან უკრაინას სტუმრადაც უნდა დაუპირისპირდეს.