ფეხბურთი

17:18 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ოსლოში გაემგზავრა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 სექტემბერს ოსლოში გაემგზავრა, სადაც 12 სექტემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ოსლოში გამგზავრებამდე, 9 სექტემბერს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ნორვეგია - საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

0.124823