კალათბურთი

15:08 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ბრიჯისის სასწაულმა ვერ უშველა: კანადამ ბრინჯაო მოიპოვა

კანადის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ოვერტაიმში 127:118 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კანადა მთელი შეხვედრა უკეთესი იყო, ლიდერობდა და დამსახურებულად მოიგო. მხოლოდ მეორე პერიოდში იყო აშშ-ს ნაკრები წინ, რომელმაც მუნდიალი კიდევ ერთხელ ჩააგდო და ზედიზედ მეორედ უმედლოდ დარჩა.

სტივ კერის გუნდმა ტურნირზე სულ 3 მატჩი წააგო და ბუნებრივია, რომ ფიასკო განიცადა. კანადას წესით ძირითად დროში უნდა მოეგო, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე მიკალ ბრიჯისმა სასწაული შეძლო. აშშ 4 ქულით აგებდა, როდესაც ბრიჯისმა ჯარიმა ჩააგდო და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მეორე ჯარიმა განზრახ ააცილა, ბურთი თვითონვე მოხსნა და 3-ქულიანი ჩააგდო, რითაც მატჩი ოვერტაიმში პირადად გადაიყვანა! მართლაც საოცარი ფინიში იყო.

თუმცა, ოვერტაიმში ამერიკის ნაკრები ისევ უსუსურად გამოიყურებოდა და 5-წუთეული უშანსოდ, 7:16 წააგო, შედეგად, ტურნირი მე-4 ადგილზე დაასრულა, ხოლო კანადამ ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი.

კანადელთა შორის დილონ ბრუკსი იყო საუკეთესო 39 ქულით, ხოლო შაი ალექსანდერმა 31 ქულა და 12 პასი მიითვალა. ამერიკის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ენტონი ედვარდსი გახდათ 24 ქულით.

აშშ - კანადა 118:127 ო.ტ (25:34, 31:24, 26:33, 29:20, 7:16)

0.124011