ფეხბურთი

11:02 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ძლიერი გუნდი ვართ და ჩვენს დონეს უნდა დავუბრუნდეთ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩრდილოეთ მაკედონიასთან სადებიუტო მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. 64 წლის სპეციალისტისთვის პირველი თამაში წარმატებული ნამდვილად არ იყო, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მის განკარგულებაში ძლიერი გუნდია.

„ვიტყოდი, რომ გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა, მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის შესაძლებლობა არ მივეცით, თუმცა, შეიძლებოდა ნახევარდაცვაში უფრო სუფთად გვეთამაშა და მეორე ბურთებზე უფრო ყურადღებით ვყოფილიყავით. უნდა ვიმუშაოთ იმ ასპექტებზე, რაც ამ თამაშმა დაგვანახა. ძლიერი გუნდი ვართ, ძლიერი ისტორიის ერი, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა მაღალი დონის ფეხბურთელების თაობა და უნდა დავუბრუნდეთ იმ დონეს, რაც ისტორიიდან გამომდინარე შეგვეფერება”, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიას მხოლოდ 4 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. „სკუადრა აძურას“ გადამწყვეტი მატჩები უკრაინასთან ელოდება, რომელიც აუცილებლად შინაც უნდა დაამარცხოს და სტუმრადაც, წინააღმდეგ შემთხვევაში უდიდესი ალბათობით, იტალიას ევრო 2024-ზე მოსახვედრად ბრძოლა ერთა ლიგის პლეი-ოფიდან მოუწევს.

0.100968