ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, ევროპული სუპერლიგის შესაძლო დაუფუძნებას კიდევ ერთხელ შეეწინააღმდეგა.
„ჩვენ უნდა დავიცვათ მთლიანად ფეხბურთი და არა მხოლოდ ელიტური. ეს არის რისკი ევროპული ფეხბურთის ეკონომიკური ბალანსისთვის და იგივე არ არის, რაც 2021 წლის აპრილში იყო. ეს ეწინააღმდეგება ეროვნული ლიგების იდეას მთელ მსოფლიოში, საფეხბურთო ინდუსტრია კი სწორედ ამ ლიგებშია. მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.
მაგალითად, ახალ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც ჩვეულებრივი, ისე დიდი კლუბები წავლენ, მაგრამ დიდი კლუბები მეტ ფულს მიიღებენ.“ - ციტირებს ტებასის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად 2021 წლის აპრილში შეიქმნა. გულშემატკივრები და უეფა ამის წინააღმდეგი იყვნენ: ორგანიზაციის პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი სუპერლიგის 12 კლუბს დაემუქრა, რომ ეროვნულ, ევროპულ თუ მსოფლიო დონეზე არსებულ სხვა შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავდნენ. მათ მოთამაშეებს კი ეროვნულ გუნდებში აღარ გამოიძახებდნენ.
უეფა-ს ხელმძღვანელმა სუპერლიგის შექმნას „ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის სახეში შეფურთხება", ხოლო თავად პროექტს „სიხარბე“ უწოდა.