ფეხბურთი

21:24 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიგზი: „სანჩოს საჯარო კრიტიკა ტენ ჰაგის ბოლო იმედია. ჯეიდონმა შეწყვიტა განვითარება“

„მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა, რაიან გიგზმა, „წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის და გარემარბ ჯეიდონ სანჩოს კონფლიქტზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ტენ ჰაგმა ყველა შესაძლო მეთოდი სცადა სანჩოზე ზემოქმედებისთვის. ფეხბურთელის საჯაროდ გაკრიტიკება და მის რეაქციაზე დაკვირვება მწვრთნელის ბოლო იმედია.

გამიხარდა, როცა სანჩო „მანჩესტერში“ გადავიდა. მაგრამ კლუბში ყოფნის პერიოდში ჯეიდონმა შეწყვიტა განვითარება. მანკუნიანელთა ბანაკში მას რაღაც ვერ აეწყო. ტენ ჰაგმა მას დრო მისცა ფორმაში ჩასადგომად, სხვადასხვა პოზიციაზე დააყენა, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო გამოდგა.

ფეხბურთელს შეუძლია სწორად რეაგირება თუ იფიქრებს: „კარგი, ახლა მე მას ვაჩვენებ, რისი გაკეთება შემიძლია!" ან იქნებ ის უბრალოდ განაწყენდეს. ამ შემთხვევაში არაფერი გამოვა.“ - ციტირებს გიგზის სიტყვებს Goal.com.

0.114712