კალათბურთი

18:44 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიამ მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა

ლატვიის ნაკრებმა თავისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდებული შედეგი აჩვენა და მე-5 ადგილი დაიკავა.

სწორედ მეხუთე ადგილისთვის მატჩში ლატვიელებმა ბალტიისპირულ დერბიში ლიეტუვას ძალიან იოლად, 98:63 მოუგეს და შეიძლება ითქვას, რომ გაანადგურეს. ლატვიამ მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მესამე მეოთხედი - 28:9!

ლატვიის ნაკრებში საუკეთესო არტურს კურუცსი იყო 20 ქულით, 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა როლანდ სმითსმა, ხოლო ლიეტუვაში როკას იოკუბაიტისი გამოირჩა 16 ქულით. არტურს ჟაგარსმა 17 პასი მიითვალა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში რეკორდი დაამყარა!

ამრიგად, ლატვია მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გავიდა, ლიეტუვა მეექვსეზე, სლოვენია მეშვიდეზე და იტალია - მერვეზე. ტურნირი 10 სექტემბერს დასრულდება: მესამე ადგილისთვის აშშ და კანადა შეხვდებიან, ხოლო ფინალში გერმანია და სერბეთი.

ლატვია - ლიეტუვა 98:63 (28:20, 21:18, 28:9, 21:16)

0.128677