იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ვისნადიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 6-თვიანი უგოლო სერია ძალიან დამაფიქრებელია.
„შარშანდელი სეზონის სტარტთან შედარებით „ნაპოლის“ რა თქმა უნდა აკლია კვარაცხელიას განსაკუთრებული თამაში, მაგრამ წელს მასზე გავლენა ფიზიკურმა პრობლემებმა იქონია. 6 თვე რომ გოლი არ გაუტანია, ცოტა დამაფიქრებელია, შარშან ის მეტოქეებისთვის უცნობი იყო, ახლა კი, მის წინააღმდეგ სათამაშოდ ზომები ყველამ მიიღო. ეს სიტუაცია მისთვის უფრო რთულია. ყოველთვის ერთნაირად თამაშობს, რაც მისი ძლიერი მხარეა, მაგრამ მცველებიც საკმარისად ჭკვიანები არიან და შეუძლიათ მისი შეჩერება“, - თქვა ვისნადიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია 19 მარტიდან იღებს სათავეს და ამ პერიოდში მან მხოლოდ 2 საგოლე პასი მიითვალა.