კალათბურთი

15:16 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუიჯი დატომემ კარიერა დაასრულა, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია მე-8 ადგილზე გავიდა

იტალიელმა კალათბურთელმა ლუიჯი დატომემ კარიერა დაასრულა. მან ბოლო შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიის წინააღმდეგ ჩაატარა.

35 წლის მოთამაშემ ბოლო მატჩში 10 წუთში 1 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ლუიჯი დატომემ „მონტეპასკი სიენაში“, „სკაფატიში“, „ვირტუსში“, „დეტროიტში“, „ბოსტონში“, „ფენერბაჰჩესა“ და „ოლიმპია მილანოში“ ითამაშა.

იტალიის ნაკრებმა კი მსოფლიოს ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა. მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში ჯანმარკო პოცეკოს გუნდი სლოვენიასთან დაძაბულ ბრძოლაში 85:89 დამარცხდა.

0.118713