ჩოგბურთი

1:47 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი US Open-ის ფინალში იოლად გავიდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა და კარიერაში 24-ე გრანდ სლემის ტიტულისთვის იბრძოლებს.

„ნოლემ“ მასპინძელი ბენ შელტონი ძალიან იოლად, 3:0 დაამარცხა. ჯოკოვიჩმა პირველი ორი სეტი ძალიან ადვილად, 6:3, 6:2 მოიგო, ბრძოლა მხოლოდ მესამე სეტში იყო, სადაც სერბმა ტაიბრეიკზე იმარჯვა და ფინალში გავიდა.

ნოვაკს ნახევარფინალის მოსაგებად 2 საათი და 42 წუთი დასჭირდა. მისი უპირატესობა ეჭვს არც ერთი წამით იწვევდა და ფინალში დამსახურებულად გავიდა.

0.06568