ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ (7:1) კომენტარი გააკეთა.
მან 65-ე სანაკრებო შეხვედრაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიქი და აღნიშნა, რომ ბედნიერია, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან სხვა გუნდებს რთული მატჩები ელოდებათ.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა, რადგან რამდენიმე წლის წინ აქ ძალიან გაგვიჭირდა, ბოლო წუთზე დანი ოლმოს გოლით მოვიგეთ. ვფიქრობ, რომ სხვა გუნდებისთვის, როდესაც აქ ჩამოვლენ, მოგება ძალიან რთული იქნება. ჩვენ კი, შესანიშნავად ვითამაშეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით, რომლებმაც გოლები გაიტანეს, განსხვავება შექმნეს და ამიტომ, გახარებულები ვართ“, - თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში ოთხ მატჩში 4 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიასთან ჩაატარებს.