საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტის მენჯმენტის კურსების ფარგლებში კურსების მონაწილეებთან გაიმართა მორიგი შეხვედრა. პროგრამით გათვალისწინებული თემების თეორიული ნაწილის დაფარვის შემდეგ, სპორტის მენეჯმენტის კურსების მონაწილეებმა აღნიშნული პროგრამის დირექტორს, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს რუსუდან აფციაურს წარუდგინეს ინდივიდუალური პრეზენტაციები პროგრამის ფარგლებში განვლილ თემებზე.
2023 წელს სპორტის მენეჯმენტის კურსები ოლიმპიურ კომიტეტში აპრილის თვიდან ტარდება და მასში სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციიდან 24 მონაწილეა ჩართული, მათ მოისმინეს პრეზენტაციები ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის საკითხებზე, კერძოდ სტრატეგიული მართვის, ადამიანური რესურსების, მარკეტინგის, მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზებისა და ფინანსების თემებზე.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქტომბრის თვეში გადაეცემათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები.
GEONOC.ORG.GE