ფეხბურთი

18:10 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალვატორე ბანი: "კვარაცხელია 100 მილიონი ღირს"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაახლოებით 100 მილიონი ევროა. ის დარწმუნებულია, რომ ქართველი შემტევი და ვიქტორ ოსიმენი საუდის არაბეთში სათამაშოდ არ წავლენ.

„ნაპოლი“ საბოლოოდ მოუმატებს ოსიმენს და კვარაცხელიას ხელფას და ეს სწორი იქნება. ჰოლანდის და ლევანდოვსკის გარდა, ოსიმენისნაირი ფორვარდი დღეს არ მეგულება, 130 მილიონ ევრომდე ღირს. ქართველი ასე თუ გააგრძელებს, 100 მილიონი ევრო ღირს, დარწმუნებული ვარ, საუდის არაბეთში არც ერთი წავა“, - თქვა ბანიმ.

0.123822