კალათბურთი

14:50 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი სერბეთის ნაკრებია, რომელმაც ნახევარფინალში კანადა საკმაოდ იოლად, 95:86 დაამარცხა.

სერბებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს 8-ქულიანი უპირატესობა შეიძლება ითქვას, რომ მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცეს. შესაბამისად, გამარჯვებაც დამსახურებულად და ლოგიკურად მოიპოვეს.

სერბეთის ნაკრებს 23 ქულით და 4 მოხსნით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა, ხოლო ოგნიენ დობრიჩის აქტივში 16 ქულა იყო. კანადელთა შორის საუკეთესო არჯეი ბარეტი გახლდათ 23 ქულით, მაგრამ მხოლოდ მისი კარგი თამაში კანადას წარმატებისთვის არ ეყო.

ამრიგად, 2014 წლის შემდეგ პირველად სერბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია, სადაც 10 სექტემბერს, აშშ-ს ან გერმანიას დაუპირისპირდება.

სერბეთი - კანადა 95:86 (23:15, 29:24, 23:24, 20:23)

0.126189