ფეხბურთი

22:34 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დე ლა ფუენტე: "ასეთი ანგარიშის წარმოდგენა მატჩამდე რთული იყო"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან მატჩის (1:7) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და თამაში შეაფასა:

„თამაშის წინ ყოველთვის რთულია შედეგში დარწმუნებული იყო, მით უმეტეს ასეთ ანგარიშში. თუმცა, ჩემი გუნდი 90 წუთი კონცენტრირებული და თავდაჯერებული იყო, ამ შედეგს ზურგს უმაგრებს დიდი ხნის შრომა, ფეხბურთელების ნიჭი და ნდობა. ძალიან გვიხარია ეს შედეგი, მაგრამ რასაკვირველია, წინასწარ ამაზე ფიქრი რთული იყო.

დიახ, შედეგის მიუხედავად აზრი არ შემიცვლია, ისევ ვფიქრობ, რომ საქართველო კარგი გუნდია, მათ ჩვენნაირ მეტოქესთან მოუწიათ თამაში, ჩვენ კი წამითაც არ მოვდუნდით. ამ შედეგის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და მომავალში კარგ შედეგებს აჩვენებს.

კიდევ ვიმერეობ, საქართველო ამ ჯგუფში ერთ-ერთი ძლიერი ნაკრებია, ამიტომ არ უნდა დავუკარგოთ ღირებულებები. უნდა გჯეროდეთ, რომ მომავალში შედეგები უკეთესი იქნება. ზოგჯერ ხდება ისე, რომ შედეგი არ არის სასურველი და მისაღები, მაგრამ ესპანეთის მსგავს გუნდთან თამაში ადვილი არაა. საქართველოს ნაკრები მყარი გუნდია და მომავალში დარწმუნებული ვარ, კარგი შედეგები ექნება“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში ოთხ შეხვედრაში 4 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.115828