ფეხბურთი

15:34 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "ნაპოლი" ახლა კვარაცხელიასგან ბევრად მეტს ითხოვს

Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს, რომ თუ „ჯენოასთან“ გოლს ვერ გაიტანს, მისი უგოლო სერია 6 თვემდე გაიზრდება, რაც ძალიან დიდი დროა. ცნობილი გამოცემა იტყობინება, რომ „ნაპოლი“ მისგან ბევრად მეტს ითხოვს, ვიდრე ბოლო პერიოდში აჩვენებს.

„რუდი გარსიამ უნდა დაიბრუნოს ქართველი სერია A-ს MVP-ის ფორმატში, რომელსაც შეუძლია გოლებისა და საგოლე პასის ორმაგ მაჩვენებელს სირთულეების გარეშე მიაღწიოს. სამწუხაროდ, მას დიდი ხანია ამ მხრივ პრობლემა აქვს, რასაც ერთი ფაქტი ადასტურებს: თუ „ჯენოასთან“ გოლს ვერ გაიტანს, 6-თვიანი მშრალი სერია ექნება.

ბოლო გოლი მან 19 მარტს გაიტანა „ტორინოს“ წინააღმდეგ, ამ მომენტიდან მხოლოდ 2 საგოლე პასი გააკეთა და იყო მატჩების სერია, რომელშიც გავლენა ვერ მოახდინა, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“. ამ სეზონის პირველმა ეტაპმა გამოაჩინა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალური, რამაც მწვრთნელი აიძულა მისთვის შეზღუდული დრო მიეცა. ამ შეზღუდვამ ხელი ვერ შეუშალა „ლაციოსთან“ მაინც გაებრწყინა, მაგრამ ახლა „ნაპოლი“ მისგან ბევრად მეტს ითხოვს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.110871