ფეხბურთი

2:10 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარა თამაშობს იმას, რის გამოც სტადიონზე მიდიან, ოქროს ბურთს იმსახურებს"

Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენსა და კიმ მინ-ჯეს წელს „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი არ აქვთ, მაგრამ მასზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ ჯილდოს კვარას გადასცემდა.

როგორც მან თქვა, ხვიჩა თამაშობს იმ ფეხბურთს, რის გამოც ხალხი სტადიონზე მიდის:

„ოქროს ბურთს“ კვარაცხელია, ოსიმენი, კიმიდან რომელი მოიგებს? ჩემი აზრით, ამ სამიდან ვერცერთი მოიგებს, თუმცა მე ახლა ყველაზე დიდი ბანალურობა ვთქვი... შემიძლია ჩემი გემოვნებით ვილაპარაკო და ვიტყვი, რომ კვარა ყველაზე საუკეთესო და სანახაობრივი იყო. ეს არის ფეხბურთის არსი, რადგან სტადიონზე პირველ რიგში იმის სანახავად მიდიხარ, რასაც ის აკეთებს. ქართველი ფეხბურთის სუბლიმაციაა. „ნაპოლი“ უნდა შევაქო, პირველ რიგში კრისტიანო ჯუნტოლი, რომელმაც ის აღმოაჩინა და მხოლოდ 11 მილიონად იყიდა, ხოლო 5-წლიანი კონტრაქტი 1.4 მილიონი ევროს ხელფასით გაუფორმეს. მისი დონის ამაღლება ლუჩანო სპალეტის დამსახურებაცაა. კვარას თამაში მაგიჟებს“, - თქვა ჯორდანომ.

შეგახსენებთ, რომ France Football-მა ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის დაასახელა.

0.119072