ფეხბურთი

1:25 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport-ის ჟურნალისტი: "კვარაცხელიას და ოსიმენის კონტრაქტების სიტუაცია განსხვავებულია"

Sky Sport-ის ჟურნალისტმა მასიმო უგოლინმა ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესაძლო განახლებაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მათი სიტუაცია განსხვავებულია და ნიგერიელის საკითხი უფრო აქტუალური და საჩქაროა, ვიდრე ქართველის.

„იმედი მაქვს, რომ კვარაც გაახანგრძლივებს კონტრაქტს და ოსიმენიც, მაგრამ მათ სიტუაცია მე განვასხვავებ. ოსიმენს კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და სულ მალე, კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე შეეძლება კონტრაქტის გაფორმება სხვა კლუბთან, ამიტომაც კლუბმა უნდა დაიცვას თავისი ქონება. კვარაცხელიას ამბავი განსხვავებულია, მას კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი აქვს და მისი განახლება საჩქარო არაა“, - თქვა უგოლინმა.

0.118573