საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ესპანეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად იმედიანად არიან განწყობილი.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაივსება „დინამო არენა“ და გულშემატკივრები შექმნიან იმ გარემოს, რაც აუცილებლად დაგვეხმარება. ყველამ ვიცით, ესპანეთი რა ძალას წარმოადგენს, არ ვართ შეშინებულები, იმედიანად ვართ განწყობილი და ამ ყველაფერს ხალხს ვანახებთ“, - თქვა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.