ესპანური გამოცემა Marca გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ საქართველოს მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ ჰყავს.
მადრიდული გაზეთი ესპანეთის ნაკრებს აფრთხილებს, რომ საქართველოს ნაკრებს ჩრდილში მყოფი იარაღი ჰყავს:
„საქართველოში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია სულაც არ ბრწყინავს. „ნაპოლის“ ვარსკვლავის ჩრდილში იმალება „იარაღი“, რომელიც ესპანეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს - გიორგი მიქაუტაძე. ესპანეთს სიფრთხილე მოუწევს, საქართველოს იარაღი ადამიანი თავისუფალია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.