ფეხბურთი

20:06 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “საქართველოში კრეატიული მოთამაშეების რაოდენობა შემცირდა”

გლაზგოს “რეინჯერსის” ყოფილი შემტევი შოთა არველაძე “აიბროქსზე” ხვალ გასამართ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელებისგან შოტლანდიელთა კართან ბევრი პრობლემის შექმნას არ ელის.

არველაძე, რომელსაც 61 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში, შიშობს, შოტლანდია თემურ ქეცბაიას გუნდზე ძლიერი ნაკრები აღმოჩნდება.

შოთას აზრით, საქართველოს ნაკრები უწინ უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, ვიდრე დღეს.

“ყველას გვსურს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. იასპარეზოს ისე, როგორც ჩემი თაობის მოთამაშეების შესრულებით ახსოვთ, მაგრამ დღევანდელი ნაკრები დაცვაზეა ორიენტირებული. ფეხბურთელებს არ აქვთ ფანტაზიის და იმპროვიზაციის უნარი, ისინი ნაკლებად შემოქმედებით სტილში თამაშობენ.

ჩვენ გვყავდა მაღალი კლასის ინდივიდუალისტები. ჩემს თაობაში შევდიოდით მე, თემურ ქეცბაია, გიო ქინქლაძე და სხვები. შემდეგი წამოვიდა ახალი თაობა, გამოჩნდა ლევან კობიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი. ამ თაობებმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს.

საქართველოში კრეატიული მოთამაშეების რაოდენობა შემცირდა. დღესაც გვყავს ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც წარსულში”, - ამბობს თურქეთის “კასიმფაშას” ამჟამინდელი დამრიგებელი.

www.pressandjournal.co.uk

0.128875