სხვა

22:17 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

დღეს, საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130 კილოგრამი დაძლია და მე-11 საფეხურზე გავიდა.

ჩხეიძე აკვრასა და ორჭიდში ქულის გარეშე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ჩხეიძე ტრავმის შემდეგ ფიცარნაგს მიმდინარე ჩემპიონატზე დაუბრუნდა.

0.12756