ფეხბურთი

21:48 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "კვარაცხელიას და ოსიმენს შორის "ოქროს ბურთს" ნიგერიელს მივცემდი"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 2006 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ფაბიო კანავარომ განაცხადა, რომ არჩევა რომ მოუწიოს ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის, „ოქროს ბურთს“ ნიგერიელს მისცემდა.

„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის არჩევა „ნაპოლის“ ფეხბურთელებს შორის რომ მომიწიოს, ოსიმენს მივცემდი, რადგან გასულ სეზონში განსხვავება მან შექმნა. კვარაცხელიამაც გააკეთა იგივე, მაგრამ ოსიმენი უფრო სტაბილური იყო და გუნდს ბოლომდე ლიდერობდა. სწორედ ის მომეწონა, რომ ის არამარტო გოლებს იტანდა, არამედ ლიდერი იყო“, - თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. გამარჯვებული 30 ოქტომბერს გამოვლინდება.

0.112202