ესპანეთის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოვიდა. ინფორმაციას ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„ფურია როხა“ უკვე სასტუმროში დაბინავდა. „ორი წლის შემდეგ ვბრუნდებით ამ ულამაზეს ქალაქში“, - წერია ესპანეთის ნაკრების სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.