ფეხბურთი

23:48 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "სევილიასთან" მატჩზე რასაც ვფიქრობ რომ ვთქვა, 10-მატჩიან დისკვალიფიკაციას მომცემენ"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ „სევილიას“ წინააღმდეგ მატჩში მსაჯობაზე თავისი აზრი საჯაროდ რომ დააფიქსიროს, მკაცრ სასჯელს მიიღებს, ამიტომაც დუმილს ამჯობინებს.

„ევროპა ლიგის ფინალის მსაჯობაზე იმას თუ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, 10-მატჩიან დისკვალიფიკაციას მომცემენ“, - თქვა მოურინიომ.

პორტუგალიელი სპეციალისტი „სევილიასთან“ მატჩში მსაჯობით რომ უკმაყოფილო იყო, არასდროს დაუმალავს. აღნიშნული შეხვედრა ესპანელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.

0.129647