საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთზეა“ ნომინირებული!
France Football-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოსაგებად იბრძოლებენ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ სიაში ხვიჩაც მოხვდა, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური ფაქტია.
კვარაცხელიამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ რიგებში 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა. ის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატი მოიგო.
„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულები ფიფას წევრი ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვით გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ 30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ.
France Football-ის მიერ „ოქროს ბურთზე“ ნომინირებული ფეხბურთელები:
- ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა)
- როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა)
- ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი)
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი)
- ხულენ ალვარესი (მანჩესტერ სიტი, არგენტინა)
- იასინ ბონო (ალ-ჰილალი, მაროკო)
- ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
- ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა, გერმანია)
- ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
- ნიკოლო ბარელა (ინტერი, იტალია)
- რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)
- ემილიანი მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
- ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო)
- ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)
- რანდალ კოლო მუანი (პსჟ, საფრანგეთი)
- ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი)
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
- ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
- ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, გერმანია)
- კარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი, საფრანგეთი)
- ანდრე ონანა (მანჩესტერი, კამერუნი)
- იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი, ხორვატია)
- მარტინ ოდეგორი (არსენალი, ნორვეგია)
- კიმ მინ-ჯე (ბაიერნი, სამხრეთ კორეა)
- ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)
- ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, ნიგერია)
- ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი)
- კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)
წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე, ლევ იაშინის ჯილდოზე შემდეგი მეკარეები არიან წარდგენილნი:
- იასინ ბონო (ალ-ჰილალი, მაროკო)
- ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია)
- ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილი)
- მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი)
- ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
- ანდრე ონანა (მანჩესტერი, კამერუნი)
- აარონ რამსდეილი (არსენალი, ინგლისი)
- მარკ ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა, გერმანია)
- დომინიკ ლივაკოვიჩი (ფენერბაჰჩე, ხორვატია)
- ბრაის სამბა (ლანსი, საფრანგეთი)
"ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს გაიმართება და გამარჯვებულიც პირდაპირ ეთერში დასახელდება.