საქართველოს ქალთა ჩემპიონმა „სამეგრელომ“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის ნახევარფინალური ეტაპი დაძლია.
გივი კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად სლოვენიური „მურა“ პენალტების სერიაში დაამარცხა. თამაში 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ქართველები უფრო ზუსტი იყვნენ - 5:4. სლოვენიელებმა 6-დან 2პენალტი გააცუდეს, ხოლო ქართველმა გოგონებმა 6-დან 5 გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ „სამეგრელოს“ 85-ე და 96-ე წუთებზე ორი ფეხბურთელი გაუძევეს, შესაბამისად, გამარჯვება 9 ფეხბურთელით მოიპოვა, რაც ორმაგად დასაფასებელია.
„სამეგრელო“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის ფინალში 9 სექტემბერს, კვიპროსულ „აპოლონს“ დაუპირისპირდება. მატჩი სლოვენიაში გაიმართება.
„მურა“ – „სამეგრელო“ 0:0 პენ: 4:5