სტამბოლის „გალათასარაიმ“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ ტანგი ნდომბელე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
თურქებმა ფრანგი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს.
ნდომბელემ გასული სეზონიც იჯარით გაატარა, „ნაპოლიში“, სადაც 40 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ფრანგი მანამდე „ლიონისა“ და „ამიენის“ ღირსებას იცავდა.