ფეხბურთი

21:16 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას ბელგიაში გააგრძელებს

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას „ბევერენში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის ნახევარმცველი „ბევერენს“ სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა და 77-ნომრიანი მაისური მოირგო.

„ბევერენი“ ბელგიის მეორე ლიგაში გამოდის, სადაც ოთხ ტურში ოთხი ქულა აქვს მოპოვებული და მე-11 ადგილს იკავებს.

გიორგი მოისწრაფიშვილმა „დინამო თბილისში“ 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 14 საგოლე გადაცემა. გარდა ამისა, იჯარით ის „თელავში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 12 მატჩში თავი 3 გოლით გამოიჩინა.

0.115035