აშშ-ს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. სტივ კერის გუნდმა იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში უბრალოდ გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე ვარჯიშით გავიდა.
ამერიკელებმა თავიდანვე უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ, 100:63 იმარჯვეს. სხვაობა 37 ქულაზე მეტი იქნებოდა, ამერიკას ბოლო პერიოდში ძალების დაზოგვაზე რომ არ ეფიქრა.
საუკეთესო მიკალ ბირჯესი იყო 24 ქულით და 7 მოხსნით, ხოლო იტალიის ნაკრებს სიმონე ფონტეკიომ 18 ქულით და 5 მოხსნით ულიდერა.
ამერიკის ნაკრები ნახევარფინალში გერმანიასა და ლატვიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეორე წყვილში სერბეთი ელოდება მეტოქეს - სლოვენიას ან კანადას.