იტალიურმა თანაქალაქელმა გუნდებმა „მილანმა“ და „ინტერმა,“ სერია A-ს ისტორიაში მეორედ მოიგეს სამი გახსნითი მატჩი - წერს ტვიტერში სტატისტუკური პორტალი OptaPaolo.
ბოლო შემთხვევა, როდესაც „როსონერებმა“ და „გველებმა“ იტალიის ჩემპიონატის პირველ სამ თამაშში გაიმარჯვეს, 1971/1972 წლების სეზონში მოხდა.
ახლა ორივემ მაქსიმალური 9 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, თუმცა ბურთების უკეთსი ბალანსის წყალობით, ლიდერი „ინტერია.“
შემდეგ ტურში მილანური კლუბები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი შაბათს, 16 სექტემბერს, ჯუზეპე მეაცას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.