ფეხბურთი

23:00 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია მოედანზე ყოველთვის უნდა იყოს"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ რუდი გარსია „ლაციოსთან“ გაკეთებული ცვლილებების გამო გააკრიტიკა.

როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელია მოედანზე ყოველთვის უნდა იყოს, თუნდაც ფეხი სტკიოდეს. იმპროტას თქმით, გარსია პასუხისმგებელია „ლაციოსთან“ განხორციელებულ უშედეგო ცვლილებებზე.

„ლაციოს“ „ნაპოლიმ“ ძალიან ბევრი ღია სივრცე დაუტოვა, რაც საგანგაშოა. გარსია პასუხისმგებელია ცვლილებებზე, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. კვარაცხელია, თუნდაც მტკივანი ფეხით, მოედანზე უნდა დარჩეს. მოედანზე უბრალოდ მისი ყოფნაც კი გავლენას ახდენს მეტოქის დაცვაზე. გარსიას ცვლილებებმა კი თამაშის ინერცია არ შეცვალა, გარსიამ იცის მწვრთნელობა, მაგრამ ეს შეცდომები გასათვალისწინებელია, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - თქვა იმპროტამ.

0.114943