კალათბურთი

21:07 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მურსიამ" რატი ანდრონიკაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა „მურსია“ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი წერს, რომ მხარეებმა კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ანდრონიკაშვილმა გასულ სეზონში ლიგა ენდესაში 11 მატჩი ჩაატარა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე - 9. რატის სათამაშო დრო შეზღუდულად ეძლეოდა და ესპანურ გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა.

0.123798