ფეხბურთი

20:28 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სერხიო რამოსი "სევილიაში" დაბრუნდა

ლეგენდარული ესპანელი მცველი სერხიო რამოსი „სევილიაში“ დაბრუნდა. 37 წლის ფეხბურთელმა ანდალუსიელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ სერხიოს „ალ-იტიჰადი“, „გალათასარაი“ და „ბეშიქთაში“ ბევრად სარფიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მან მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ის "სანჩეს პისხუანზე" 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სერხიო რამოსმა „სევილიაში“ 2003-2005 წლებში 50 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა, ბოლო ორი სეზონი პსჟ-ში გაატარა, სადაც 58 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა, ხოლო კარიერის გამორჩეული პერიოდი მადრიდის „რეალთან“ ასოცირდება, რომლის მაისურით 671 მატჩში 171 გოლის გატანა შეძლო.

0.112999