ფეხბურთი

19:02 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური კლუბის დირექტორი: "საზონოვის ყიდვა გვინდოდა, მაგრამ "ტორინომ" გვაჯობა"

„ფროზინონეს“ სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ განაცხადა, რომ საბა საზონოვის შეძენა სურდა, მაგრამ ქართველი მცველისთვის ბრძოლაში „ტორინომ“ აჯობა.

„გვინდოდა ცენტრალური მცველის დამატება. გვინდოდა, რომ ვინმემ დაცვის ცენტრში გვეყიდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ავიყვანდით. ვსაუბრობ ქართველზე, რომელიც სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს „ტორინოში“ გადავიდა. მასზე მნიშვნელოვანი თანხა გვქონდა გადადებული, კონცენტრირებული ვიყავით მის შესაძენად, რადგან ჩემს სკაუტებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ და მოგვეწონა, მაგრამ „ტორინომ“ ჩვენზე უკეთ იმოქმედა“, - თქვა ანჯელოციმ.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონეში“ გიორგი კვერნაძე თამაშობს. შესაძლოა, საზონოვისთვის „ლურჯ-ყვითლებში“ გადასვლა უკეთესის ყოფილიყო, რადგან „ტორინოსგან“ განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ალბათ უფრო ადვილად მოხვდებოდა.

0.11264